პროექტები და ღონისძიებები


1. პროექტის სახელწოდება: "მოიარე საქართველო"
2. პროექტის მთავარი იდეა:მარშრუტის შედგენა და მასში არსებული ისტორიულ-გეოგრაფიული ძეგლების აღწერა
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი ემსახურება ,რომ მოსწავლეები უკეთ გაეცნენ საქართველოს კუთხეებს,მათ გეგრაფიულ მდებარეობას,მითოლოგიას,სამონასტრო ცენტრებს,კულტურას,სამზარეულოს.
4. პროექტის მიზნები:   
  •  პრეზენტაციისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება;
  • თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • მოსწავლეთა შემოქმედებითი (მითითებულ კუთხეზე ლექსებისა და სიმღერების) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება;
  •  ბუკლეტების დამზადება;
  • საქართველოს თითოეულ კუთხეზე სლაიდ-შოუს მომზადება;
5. მონაწილეთა ასაკი: მეშვიდე კლასის მოსწავლეები;
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
7მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დაკვირვების, ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევები, ისწავლიან წიგნზე(ენციკლოპედიაზე) მუშაობას, წარმოდგენა შეექმნებათ ისტორიულ-გეოგრაფიულ ძეგლებზე. ისწავლიან ჯგუფში მუშაობას, მოხდება თეორიული ცოდნის რეალიზება, ამაღლდება მათი ცოდნა და ბუნების (საქართველოს) სიყვარული.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: 
  • კომპიუტერი,ინტერნეტი,პროექტორი
  • საჭირო ლიტერატურა,ენციკლოპედია
  • ფოტმატისა და თაბახის ფურცლები
  • ფანქრები,კალმები,ფლომასტერები,მარკერი.
 9. პროექტის მსვლელობა:
  •  აქტივობა1.მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა.
  • აქტივობა 2.მოსწავლის მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო,აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
  • აქტივობა 3.ორგანიზებული საკითხები  (ჯგუფის შექმნა,ფუნქციების განაწილება,კონკრეტული დავალებების მიცემა)
  • აქტივობა 4.მუშაობის დაწყება. კლასს დავყოფ 4 ჯგუფად.პირველი ჯგუფი იმუშავებს თემაზე;"ქართლი".  მოძიებული მასალების მიხედვით გააკეთებენ პრეზენტაციას Power Point ში. მეორე ჯგუფი იმუშავებს თემაზე : "კახეთი",მესამე-"იმერეთი", ხოლო მეოთხე ჯგუფი " სამეგრელოს"  წარმოადგენს.
  • აქტივობა 5.შესრულებული სამუშაოს შეჯამება,აუდიტორიისთვის გაცნობა;
  • აქტივობა 6.პროექტის შეფასება. დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას  იქნება : ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, ზეპირი პრეზენტაცია.
10. საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირის დამყარება მოხდება ისტისთან,გეოგრაფიასთან,ისტორიასთან,ხელოვნებასთან.
ქართ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენადა ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მასწავლებელი მარინა მაზანიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: marikamazanishvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:marinamazanishvili.blogspot.com

1 comment:

Unknown said...

ramdeni gishromia chemo kargo:)